შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი მოგელი ტოლიაშვილი რუსეთის საოკუპაციო ჯარების
სამხედროებმა სოფელ პერევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, ტოლიაშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო მოხვდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
