პროკურატურამ ქუთაისის მე-2 საპყრობილის კონტროლიორი დააკავა
პროკურატურამ ქუთაისის მე-2 საპყრობილის კონტროლიორი დააკავა
12:07 29.09.2012
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს ქუთაისის მე-2 საპყრობილის კონტროლიორი ირაკლი ამირანაშვილი დააკავეს.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ამ ეტაპზე პატიმართა წამებისა და გაუპატიურების, ასევე არაადამინური მოპყრობის ბრალდებით, დაკავებულია 19 პირი, მათ შორის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მე-8 საპყრობილისა და ქუთაისის მე-2 საპყრობილის დირექტორები და ამავე საპყრობილეების სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ერთი პირი კი ძებნაშია.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციები ისევ გავრცელდება.

ბეჭდვა