საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროკურატურას 240 პატიმრის ახსნა-განმარტებასა და განცხადებას გადასცემს, რომელსაც 90 პატიმარი აწერს ხელს.
როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დღეების განმავლობაში საია-ს ადვოკატებმა გლდანის #8, რუსთავის #6, #16, #17, ქსნის #15 და ბათუმის #3 დაწესებულებების პატიმრები მოინახულეს.
განცხადების თანახმად, პატიმრები იმ თანამშრომელთა სახელებს, გვარებსა და ზედმეტ სახელებს ასახელებენ, რომლებიც მათი განცხადებით, არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტებში მონაწილეობდნენ.
პატიმართა დასახელებული სიის მიხედვით, მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას გლდანის #8 დაწესებულებიდან ოლეგ ფაცაცია, ალეკო მუხაძე, გიორგი ახალაია, გიორგი მეტრეველი, ე.წ. „ციკლოპა“ ახდენდნენ.
სიის მიხედვით, ქსნის #15 დაწესებულებიდან პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში პატიმართა განცხადებით, შოთა თოლორდავა, დიმიტრი ჩხეიძე, გიორგი ალავერდაშვილი ე.წ. „დ.პ.ნ.კ.ა“. დათო ავსაჯანაშვილი, ლევან ლეჟავა, ბეგლარ გომარელი, ბაჩო რუხაია, გიორგი ფარჟანაძე, ზურა რუხაია, ბაჩო ახალაია, გოგიტა გულისაშვილი, კაკო მონაწილეობდნენ.
საია-ს მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, პატიმართა მიმართ მსგავს ფაქტებში რუსთავის #6 დაწესებულებიდან - ჯონი ივანიშვილი, რუსთავის #17 დაწესებულებიდან - ლევან პაჭკორია მეტსახელად - ნინძა, თემურ ასანიძე, ლექსო გელაშვილი, გიორგი გუდაძე მეტსახელად ჯალათი, ძმები მუმლაძეები; რუსთავის #16 დაწესებულებიდან - დავით მუმლაძე, დავით მამუკაძე, გიორგი ხუხუა, გოგა კიკნაველიძე, გაგა მკურნალიძე, დავით საცერაძე, მიხეილ კიკნაძე, მალხაზი ზედმეტსახელად პიტი, იმედა ასანიძე, მალხაზ ცხვედიანი, ოთარ გულიაშვილი, გოჩა ბენიძე, ექიმი ბადრი, გიორგი ჯანაშია, მამუკა ჩეგიანი, ო.გულიაშვილი, ილო ლუთიძე, ლ. ჭიჭინაძე, არსენ ჩანგალია, თამაზ რეხვიაშვილი, ე.წ. „ვარონიკი“, ო.გულიაშვილიდა ილო ლუთიძე მონაწილეობდნენ.
საია მთავარ პროკურატურას ასევე, კიდევ ერთხელ გადაუგზავნის საია-ს დაცვის ქვეშ მყოფ იმ პირთა სიას, რომელთა საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაწყებულია, მაგრამ ამ დროისთვის შედეგები არ დამდგარა.
ამასთანავე, საია მთავარ პროკურატურას მიაწვდის დოკუმენტს, რომელშიც სახალხო დამცველის 2006-2011 წლების ანგარიშებში მოყვანილი პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებია თავმოყრილი.
