„ქართული ოცნების“ ოფისის დაცვის თანამშრომლის შვილს მანქანით ხელებზე გადაუარეს
„ქართული ოცნების“ ოფისის დაცვის თანამშრომლის შვილს მანქანით ხელებზე გადაუარეს
22:22 28.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისის დაცვის თანამშრომლის შვილი დავით ცისკარიშვილი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს და უმოწყალოდ სცემეს.

ამის შესახებ „ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელ Facebook-ში თავის გვერდზე იტყობინება.

როგორც დაზარალებული ამბობს, უცნობმა პირებმა ის მანქანით გაიტაცეს, კუკიაზე აიყვანეს და დაემუქრნენ, რის შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დავით ცისკარიშვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა, მას ხელებზე მანქანით გადაუარეს.

ბეჭდვა