შინაგან საქმეთა სამინისტროს სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მალხაზ ხულორდავა დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მალხაზ ხულორდავა კოალიცია „ქართული ოცნების" აქტივისტების კოლონას შეუერთდა და მათი მხარდაჭერის ნიშნად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე უმისამართო გასროლა განახორციელა. ადგილზე მისულ პოლიციას ულორდავა გაექცა, თუმცა, მისი დაკავება მოხერხდა,
სამინისტრო განმარტავს, რომ ხულორდავას დაკავების შემდეგ, სამართალდამცავებმა ჩხრეკისას მისი ბინიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი (AKC) და ტყვიები ამოიღეს.
ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით საქმე აღიძრა. ხულორდავა წარსულში ნასამართლევია.
