კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესო სურმავას მეუღლე მაკა ლობჟანიძე აცხადებს, რომ ინტერნეტით გავრცელებული მიმართვა მის მეუღლეს ხონში ჩააწერინეს.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ში, „ქართული ოცნების“ გვერდზე გავრცელდა.
„მიმართვა, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, ბესოს ხონში ჩააწერინეს. როგორც ვიცით, დილით ხონში დააკავეს და პოლიციაში წაიყვანეს“ -აცხადებს ლობჟანიძე.
მისი თქმით, მეუღლე ორი დღის წინ ნახა და მას შემდეგ არაფერი იცის მასზე.
წინასწარი ინფორმაციით, სურმავას ოჯახის წევრები უფრო დეტალური განცხადების გაკეთებას დღეს გეგმავენ.
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ბესო სურმავას ვიდეოჩანაწერი, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით მისი უსაფრთხოების სამსახური კოალიციის ლიდერების საუბრების აუდიოჩანაწრებს აკეთებდა. ასევე, გავრცელდა რამდენიმე აუდიოჩანაწერი, სადაც კოალიციის რამდენიმე ლიდერი ერთმანეთს ლანძღავს და უხამსი სიტყვებით მოიხსენიებს.
