ანტალიის პოლიციამ არალეგალურად მცხოვრები 90 ქართველი დააკავა. ყველა მათგანი სამშობლოშია დეპორტირებული. ქართველები ანტალიის ერთ-ერთ სათბურში არალეგალურად
იყვნენ დასაქმებულები. მათგან 48 ქალია.
ანტალიის პოლიციამ სათბურის მეპატრონის წინააღმდეგ საქმე აღძრა.
თურქული მედიის ინფორმაციით, არალეგალების უმრავლესობა თავდაპირველად, ქვეყანაში ტურისტული მიზნით ჩავიდა.
