გოგა ხაინდრავას შემდგომი დაკითხვა დღეს შედგება
გოგა ხაინდრავას შემდგომი დაკითხვა დღეს შედგება
09:14 27.09.2012
საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიწოდებული მასალების საფუძველზე აღძრული  სისხლის სამართლის საქმისა და დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გოგა ხანიდრავა დღეს მეორედ დაიკითხება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.

„ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაინდრავა პოლიციამ პირველად 25 სექტემბერს დაკითხა. პროცესი დაახლოებით 3 საათი გრძელდებოდა.

საქართველოს პროკურატურამ 25 სექტემბერს საფრანგეთის ჟანდარმერიისგან მიღებული მასალა გაავრცელა. მასალაში აღნიშნულია, რომ 2011 წლის ნოემბერში გოგა ხაინდრავა საფრანგეთში „კანონიერ ქურდებს“ შეხვდა და მათ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი, საქართველოში გავლენის დაბრუნება აღუთქვა. ამის შემდეგ კი, ხაინდრავა დაკითვაზე დაიბარეს.


ბეჭდვა