შინაგან საქმეთა სამინისტროს ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბესიკ გეგეჭკორი დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, გეგეჭკორი ხობის რაიონსა
და ზუგდიდში მომხდარ ქურდობებშია ბრალდებული.
როგორც სამინისტრო განმარტავს, ის წარსულში 4 ჯერაა ნასამართლევი. გეგეჭკორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით წაუყენეს.
