არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ხელისუფლებას ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით გაეროს
რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის დღევანდელ განცხადებაშია აღნიშნული.
კერძოდ, „42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების საკითხს და პრაქტიკაში დაამკვიდროს ადმინისტრაციული სახდელის არასაპატიმრო სახის გამოყენება.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გაეროს სამუშაო ჯგუფმა გასულ წელს, საქართველოში ვიზიტის შედეგად, ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა და რეკომენდაციები მოამზადა. რეკომენდაციებში განსაკუთრებული ყურადღება პირის დაკავების პროცედურებს ეთმობა და ურჩევს ხელისუფლებას დაამკვიდროს პრაქტიკა, როდესაც თითოეულ დაკავებულს დაუყოვნებლივ ეცნობება მისი დაკავების მიზეზები და განემარტება უფლებები.
ამასთანავე, რეკომენდაციების მიხედით, აუცილებელია პირს დაკავებისთანავე შეეძლოს ადვოკატის შერჩევა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში საჩივრის წარდგენა.
ამასთან, ჯგუფი პატიმრობის 90 დღიანი ვადის შემცირების რეკომენდაციას იძლევა და ხელისუფლებას ურჩევს ადმინისტრაციული პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეუფარდოს.
