საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თინა ხიდაშელის შტაბის წევრი ზაქარია
გაგნიაშვილი დააკავეს.
როგორც „ქართული ოცნება“ იუწყება, დაკავება შუაღამის ორ საათზე, სოფელში პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა.
თვითმხილველების თქმით, გაგნიაშვილი სამმა პოლიციელმა იძულებით ჩასვა მანქანაში.
„მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის სამი პიკაპი ოფისის გარშემო ტრიალებდა და შტაბის სხვა წევრების დაკავებას ცდილობდა“-აცხადებს „ქართული ოცნება“.
დაკავებულის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
როგორც კოალიციაში აცხადებენ, ეს საგარეჯოს შტაბის წევრების უმიზეზოდ დაკავების უკვე მეოთხე შემთხვევაა.
