ირაკლი ღარიბაშვილი: გარდაცვლილის ოჯახის ინიციატივით და ტელევიზიის მოთხოვნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, პროცესში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი და ყველა კითხვას უმოკლეს ვადებში ამომწურავი პასუხი გაეცემა
ირაკლი ღარიბაშვილი: გარდაცვლილის ოჯახის ინიციატივით და ტელევიზიის მოთხოვნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, პროცესში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი და ყველა კითხვას უმოკლეს ვადებში ამომწურავი პასუხი გაეცემა
14:29 12.07.2021
მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს და გუშინვე ძალიან ოპერატიულად ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, გარდაცვლილის ოჯახის ინიციატივით და ტელევიზიის მოთხოვნით, პროცესში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი და უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი, სრულყოფილი პასუხი.

„მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს. გუშინვე ძალიან ოპერატიულად ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები. ამას გარდა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, თვითონ გარდაცვლილის ოჯახის ინიციატივით და ტელევიზიის მოთხოვნით პროცესში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი და ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი, სრულყოფილი პასუხი უმოკლეს ვადებში. გარდა ამისა, ბატონი ვახტანგ გომელაურის უწყებამ გუშინვე გააკეთა მიმართვა და განაცხადა იმის თაობაზე, რომ დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექპერტი ჩაერთვება აღნიშნულ პროცესში, იმისათვის, რომ არც ერთ კითხვაზე არ დარჩეს გაუცემელი პასუხი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბეჭდვა