საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა
10:06 07.07.2021
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული  ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების  ფაქტზე,  სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქრთამის  სანაცვლოდ, ცხოველთა სასაკლაოზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინალურ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე, ისე, რომ რეალურად არ შეამოწმა ხორცპროდუქტის ვარგისიანობა, მოქალაქეზე გასცა ყალბი ვეტერინარული მოწმობა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.


ბეჭდვა