პოლიციის თანამშრომლებმა გორის რაიონში ცივი იარაღით მოქალაქის დაჭრის გამო ლევან კოტეტიშვილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, კოტეტიშვილმა დანით ენგურ ადუაშვილი დაჭრა. ადუაშვილს ხელის არეში გამჭოლი ჭრილობა აქვს მიყენებული.
სამინისტროს განმარტებით, ინციდენტი შელაპარაკების ნიადაგზე სოფელ ქერეში მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება. ამჟამად მოწმეები იკითხებიან.
