საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:09 30.06.2021
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მცხეთა - მთიანეთის რეგიონში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 3 000 კოლოფი სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი, ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 12 900 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 - დან 8 წლამდე ვადით.

ბეჭდვა