ურეკში, ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ურეკში, ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
09:00 25.06.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციით, დაბა ურეკში თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მეოთხე სართულზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოახდინა. ადგილზე დროულად გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ბეჭდვა