ბათუმში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს
ბათუმში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს
18:06 24.06.2021
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა ქალაქ ბათუმში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად 666 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვის 2 ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი, კანონდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.

ბეჭდვა