აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
11:57 24.06.2021
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ლენტური ტიპის დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარები ამოღებულია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წელათში და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: წინწკილაძეებსა და განახლებაში.

მოქალაქეებს უკანონო სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში და საგანგებოდ მოწყობილ შენობებში ჰქონდათ განთავსებული.

სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

ბეჭდვა