სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტრომ რუსთავის #17 დაწესებულებაში განთავსებულ არასრულწლოვან პატიმრებს საჩუქრად რადიომიმღებები გადასცა.
როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, 22 სექტემბერს, სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი ტუღუში აღნიშნულ დაწესებულებაში პირადად იმყოფებოდა, სადაც არასრუწლოვან მსჯავრდებულებს შეხვდა და გაესაუბრა.
განცხადების თანახმად, აღნიშნული შეხვედრის დროს მათ საკნებში რადიომიმღების შეტანის სურვილი გამოთქვეს. მინისტრი მათ დაპირდა, რომ საკითხს უახლოეს დღეებში გადაწყვეტდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა საკანში, სადაც არასრულწლოვნები არიან განთავსებული, რადიომიმღებია შეიტანეს.
განცხადების თანახმად, სასჯელაღსრულების სამინისტრო მსჯავრდებულების საჭიროებებს ყურადღებით ეცნობა და ყველა საყოფაცხოვრებო პრობლემას ეტაპობრივად მოაწესრიგებს.
