ქუთაისში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს
ქუთაისში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს
12:53 16.06.2021
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე შუახნის მამაკაცი დაჭრეს.
"მთავარი არხის " ინფორმაციით, ქუთაისის ცენტრში ორ მამაკაცს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც ერთმა მამაკაცმა მეორეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

დანაშაულის ადგილზე გვიან ღამემდე მობილიზებული იყო პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების მუხლებით დაიწყო.
ბეჭდვა