შიდა ქართლში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
შიდა ქართლში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
11:42 15.06.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შიდა ქართლში, სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის მიმდებარედ, მოქალაქემ, წიდას უკანონოდ მოპოვების მიზნით, სამანქანო გზა გაიყვანა. დარღვეულია მიწის დაცვის კანონმდებლობის ნორმები, ტერიტორიაზე დაზიანებულია (ამოძირკვულია) ხე-მცენარეები.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდაღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს. მიწის დეგრადაციის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა 4867,46 ლარია, ხე-მცენარეების ამოძირკვისა და დაზიანების შედეგად მიყენებულმა ზიანი - 12178 ლარი, რაც მნიშვნელოვანი ზიანის კატეგორიას განეკუთვნება. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, სამართალდამცავ უწყებაში გადაიგზავნა.

ბეჭდვა