პროკურატურამ ისტორიული მემკვიდრეობის ნივთების არალეგალური მოპოვების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავა
პროკურატურამ ისტორიული მემკვიდრეობის ნივთების არალეგალური მოპოვების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავა
13:12 24.09.2012
საქართველოს ისტორიული სამარხებიდან, უნიკალური ისტორიული მემკვიდრეობის ნივთების არალეგალური მოპოვების ბრალდებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე პირი დააკავა.

როგორც დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ოთარ კახიძემ განაცხადა, დამნაშავეთა ჯგუფს ეროვნული საგანძური საზღვარგარეთ გასაყიდად გაჰქონდათ.

„საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი სამარხიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამდენიმე პირი დაეუფლა კულტურული მემკვიდრეობის ნივთებს და შეეცადა მათ გატანას თურქეთში, სარფის საბაჟო პუნქტის გავლით, თუმცა, მათ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლეს“ - განაცხადა კახიძე.

მისი თქმით, საქართველოს არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომლების მიერ ყორღანის გახსნის შემდეგ სამარხიდან ამოღებული იქნა ოქროს უნიკალური ნივთები, რომელიც კახიძის თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა.

ბეჭდვა