თბილისში iPlus-ის მაღაზია გაძარცვეს
თბილისში iPlus-ის მაღაზია გაძარცვეს
12:42 11.06.2021
თბილისში, ჭავჭავაძის 19 ნომერში ორმა პირმა iPlus-ის მაღაზია გაძარცვა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, მძარცველებმა ტექნიკის მაღაზია კომენდანტის საათის დასრულებიდან რამდენიმე წუთში გატეხეს და მაღაზიიდან 100 000 ლარის ღირებულების ტექნიკა წაიღეს.

მძარცველები სავარაუდოდ არასრულწლოვნები არიან.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.



ბეჭდვა