თბილისში, მტკვარში ახალგაზრდა ქალი გადავარდა
თბილისში, მტკვარში ახალგაზრდა ქალი გადავარდა
12:10 10.06.2021
თბილისში, მდინარე მტკვარში ახალგაზრდა ქალი გადავარდა.
მაშველებმა მისი წყლიდან ამოყვანა დროულად შეძლეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, უცნობია რატომ ან როგორ გადავარდა ქალი მტკვარში, თუმცა 112-ში თვითმხილველებმა დარეკეს და ადგილზე სამაშველო სამსახურიც დროულად მივიდა.


ქალი შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბეჭდვა