ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა
11:15 10.06.2021
ბათუმში, ეგრედწოდებული "მაგნოლიას" საცხოვრებელი კორპუსიდან 30 წლამდე ქალი გადმოვარდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ქალი ბათუმში დასასვენებლად 2 დღის წინ ჩავიდა. 
მომხდარის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.

დაშავებული შემთხვევის ადგილიდან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.




ბეჭდვა