ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელი გარდაიცვალა
ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელი გარდაიცვალა
13:45 04.06.2021
ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელი სიმაღლიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი სიმაღლიდან ჩამოვარდა, რის შემდეგაც მას ამწემ გადაუარა.

მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა.

ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ბეჭდვა