გორში 42 წლის მამაკაცი ჩაცხრილეს
გორში 42 წლის მამაკაცი ჩაცხრილეს
11:31 04.06.2021
გორში, ვერხვების დასახლებაში 42 წლის მამაკაცი ჩაცხრილეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მკვლელობა გვიან ღამით ავტომობილების სახელოსნოსთან მოხდა და მომხდარი ფაქტი ერთ-ერთი ვერსიით კრიმინალურ ავტორიტეტთან დაპირისპირებას უკავშირდება.

შემთხვევის ადგილზე ათზე მეტი ტყვიის მასრაა ნაპოვნი.

ტერიტორიაზე პოლიცია და ექსპერტკრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ.
ბეჭდვა