საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინა
10:00 04.06.2021
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირის მიმართ დევნა დაიწყეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ამავე რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო C კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ მოახდინა მოქალაქეების გადამზადება შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

ბეჭდვა