საგამოძიებო სამსახურმა ბანკისგან კრედიტის მისაღებად ყალბი ცნობის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილა
საგამოძიებო სამსახურმა ბანკისგან კრედიტის მისაღებად ყალბი ცნობის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილა
10:24 27.05.2021
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, საბანკო დაწესებულებაში წარადგინა ყალბი ცნობა. გამოძიებამ ასევე გამოავლინა პირი, რომელმაც ერთი-ერთი კომპანიის სახელით, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა ხსენებული ყალბი ცნობა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3წლამდე ვადით.

ბეჭდვა