14 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით სკოლის დარაჯი დააკავეს
14 წლის ბიჭზე  სექსუალური ძალადობის ბრალდებით სკოლის დარაჯი დააკავეს
09:46 27.05.2021
შიდა ქართლში სკოლის დარაჯი 14 წლის ბიჭის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე დააკავეს.

ამდროსითვის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოზარდი მშობლებთან ერთად დაკითხეს. არასრულწლოვნის ჩვენებით, დანაშაულში მხილებული 40 წლამდე ასაკის მამაკაცი სკოლაში დარაჯად მუშაობდა და მოზარდს სამი წლის განმავლობაში აუპატიურებდა.

პოლიციამ სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით მამაკაცი უკვე დააკავა, თუმცა მისი ოჯახის განცხადებით მამაკაცს  ფსიქიკური პრომლემები აქვს.
ბეჭდვა