მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით მოკლეს
მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით მოკლეს
13:25 25.05.2021
მარნეულში მეზობლებს შორის მომხდარი შელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული მალევე დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღვეთას ითვალისწინებს.
ბეჭდვა