თბილისში დაპირისპირების შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, სამი კი დაიჭრა
თბილისში დაპირისპირების შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, სამი კი დაიჭრა
13:56 24.05.2021
თბილისში აბანოთუბანში გრიშაშვილის ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის შედეგად 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, სამი კი დაიჭრა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, დაჭრილები კი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, გარჩევაში ათამდე პირი მონაწილეობდა.

თვითმხილველების თქმით, დაპირისპირებას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა, რომელიც შემდეგ გარჩევაში გადაიზარდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციითვე, სამართალდამცველები აბანოთუბანში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირებს ამ დრომდე ეძებენ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. საქმეზე გამოძიება 180-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ბეჭდვა