გლდანის ციხეში სასულიერო პირები იმყოფებიან
გლდანის ციხეში სასულიერო პირები იმყოფებიან
15:23 22.09.2012
სასჯელაღსრულების გლდანის მე-8-ე  დაწესებულებაში სასულიერო პირები იმყოფებიან. საპატრიარქოს წარმომადგენლები ციხის ადმინისტრაციას და პატიმრებს  ხვდებიან.

პარალელურად, გლდანის ციხეში მოკლევადიანი პაემნებიც გრძელდება. ამ დროისთვის არაგეგმიური პაემნებისთვის პატიმრების ოჯახის წევრების რეგისტრაცია დასრულებულია.

ბოლო მონაცემებით, უკვე რეგისტრირებულია 2 500 პატიმრის ახლობელი, 1700-მა კი უკვე შეძლო პატიმრის ნახვა. ციხის ადმინისტრაცია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და მსჯავრდებულებთან ახლობლებს ღამის განმავლობაშიც უშვებენ.

ბეჭდვა