თბილისის შესასვლელთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები ამ დროისთვის თბილისის მეხუთე და საგარეჯოს ცენტრალურ საავადმყოფოებში არიან გადანაწილებული. ჯერ უცნობია რამდენად მძიმეა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
შეჯახება „ოპელის“ მარკის ავტომობილებს შორის მოხდა. ამ ეტაპზე არსებული დაუდასტურებელი ინფორმაციით ავარიის შედეგად სამი ადამიანია გარდაცვლილი.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
