რუსთავში „ქართული ოცნების“ აქტივისტები დააკავეს
რუსთავში „ქართული ოცნების“ აქტივისტები დააკავეს
11:02 22.09.2012
რუსთავში წუხელ გვიან ღამით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ოთხი აქტივისტი დააკავეს.ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა.

ძიძიგურის თქმით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები ძმები თორნიკე და ზაზა შენგელიები, ზაზა ზურაბიანი, დავით დარბაიძე და ლევან ონიანი მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი „ქართული ოცნებისა“ და ზვიად ძიძიგურის პლაკატებს აკრავდნენ.

„ერთ-ერთი აქტივისტი ლევან ონიანი მძიმედ არის ნაცემი, ის დაკავებული ჰყავდათ, თუმცა, შემდეგ გამოუშვეს და ახლა სახლში იმყოფება. 4 დაკავებული კი, მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორშია“-განაცხადა ძიძიგურმა.


ბეჭდვა