შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს
12:19 23.04.2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო

მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და გადაზიდვის 3 ფაქტი (ჯამში 4 კილოგრამი უაქციზო თუთუნი და 620 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი) გამოავლინეს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი და სამივე ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. საქმის მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.

 

ბეჭდვა