გურჯაანში სასაფლაოები გაძარცვეს
14:48 19.04.2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში საფლავები ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ გაძარცვეს.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, საფლავებიდან ალუმინის კარები და რკინის კონსტრუქციებია წაღებული.
გურჯაანის პოლიციას ეჭვმიტანელი ამ დრომდე არ ჰყავს.