პოლიციამ იუსტიციის სახლის გახსნის დროს 4 პირი დაუმორჩილებლობისთვის დააკავა
პოლიციამ იუსტიციის სახლის გახსნის დროს 4 პირი დაუმორჩილებლობისთვის დააკავა
21:04 21.09.2012
თბილისის საპატრულო პოლიციამ პრეზიდენტის მიერ იუსტიციის სახლის გახსნისას 4 პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, ლაშა მესხია და დავით ფაცაცია „BMW"-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავებს.

ადმინისტრაციული სამართალდაღვევისთვის საპატრულო პოლიციამ ისინი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.

ანალოგიური ბრალდებით არიან დაკავებული შოთა ბაზერაშვილი და კონსტანტინე ლაბარტყავა.

ისინი „შევროლეს" მარკის ავტომანქანით წურწუმიას ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ.

ოთხივე დაკავებულს პოლიციამ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით წაუყენა.

ისინი სასამართლოში არიან გადაყვანილი.




ბეჭდვა