სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დავით აკობია და ბორის ფარულავა სასჯელაღსრულების არცერთ დაწესებულებაში არ იმყოფებიან
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დავით აკობია და ბორის ფარულავა სასჯელაღსრულების არცერთ დაწესებულებაში არ იმყოფებიან
19:52 21.09.2012
სახალხო დამცველის აპარატი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს დაკავებული დავით აკობიას და ბორის ფარულავას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მათ ადვოკატებს მიაწოდონ.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებული დავით აკობიას და ბორის ფარულავას ადვოკატები სალომე აბულაძე და მამუკა ნოზაძე დღეს აპარატს დაუკავშირდნენ.

„როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, ისინი ვერ ახერხებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ადგილსამყოფელის დადგენას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ პირებს წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული, თუმცა, ისინი სასჯელაღსრულების სისტემის არცერთ დაწესებულებაში არ იმყოფებიან“ - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატი ადვოკატებისთვის ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდებას ითხოვს, რათა აღნიშნული პირების მიმართ  კანონით მინიჭებული დაცვის უფლება არ დაირღვეს.

ბეჭდვა