შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა ზღულაძემ დღეს უწყების ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასგან მინისტრის მოვალეობები გადაიბარა.
ამის შესახებ ინფორმაცია და კადრები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი გიორგი ხუროშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე ეკა ზღულაძე მხოლოდ მოვალეობას ასრულებს და ის უწყების ხელმძღვანელის პოსტზე არაა წარდგენილი.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში, არაა აუცილებელი პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადოს, რადგან ზღულაძე მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელია, შს მინისტრის პოსტი კი, ვაკანტურია.
კანონმდებლობით აღნიშნული პროცედურა 7 მინისტრის შეცვლის შემთხვევაშია გათვალისწინებული.
