სახალხო დამცველის აპარატი N18 სამკურნალო დაწესებულებიდან 20 სექტემბერს გადაყვანილ პატიმრებზე ინფორმაციას აქვეყნებს
სახალხო დამცველის აპარატი N18 სამკურნალო დაწესებულებიდან 20 სექტემბერს გადაყვანილ პატიმრებზე ინფორმაციას აქვეყნებს
15:25 21.09.2012
სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტი სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულების მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, 20 სექტემბერს პრევენციული ჯგუფი იმყოფებოდა N8 დაწესებულებაში იქ არსებული ვითარების შესასწავლად.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, პატიმრებმა გასაუბრებისას განაცხადეს, რომ უკანასკნელ დღეებში მათ მიმართ რაიმე სახის ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, ამავდროულად პროტესტს და აღშფოთებას გამოთქვამდნენ მათ მიმართ N8 დაწესებულებაში სხვადასხვა დროს განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით და ითხოვდნენ დამნაშავე და მოძალადე პირების დასჯას. ამასთანავე, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, პატიმრების თხოვნაა, დღე-ღამის განმავლობაში არ გაუთიშონ რადიოები და ერთმანეთს მოუწოდებდნენ შეენარჩუნებინათ სიმშვიდე. N8 დაწესებულებაში 20 სექტემბერს საღამოს და ღამის საათებში ვითარება ექვემდებარებოდა კონტროლს.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, N8 დაწესებულების ირგვლივ შეკრებილი პატიმრების ოჯახის წევრების განმარტებით, 20 სექტემბერს დაწესებულების ტერიტორიიდან გავიდა რამდენიმე ე.წ. „ეტაპის მანქანა“, რამაც გამოიწვია ოჯახის წევრთა გაურკვევლობა, თუ სად მოხდა პატიმართა ეტაპირება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 20 სექტემბერს მოხდა პატიმრების გადაყვანა არა N8 დაწესებულებიდან, არამედ, N18 სამკურნალო დაწესებულებიდან სასჯელის მოხდის ადგილებზე. საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატი, კანონის მოთხოვნათა დაცვით, აქვეყნებს N18 სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ სიას ა/წ 20 სექტემბერს გადაყვანილ პატიმართა თაობაზე, იმ დაწესებულებების მითითებით, სადაც აღნიშნული პატიმრები იქნენ ეტაპირებულები“- აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

ეტაპირებული პატიმრების რაოდენობა 27-ს აღწევს. ისინი არიან - გიორგი ბორისის ძე მ. დაბ. 1985 წ. - ქუთაისის N2 დაწესებულება, თამაზ ენვერის ძე ღ. დაბ. 1981 წ. - გეგუთის N14 დაწესებულება, ენუქი გივის ძე შ. დაბ. 1986 წ - გეგუთის N14 დაწესებულება, გოჩა ჯანიერის ძე ლ. დაბ. 1984 წ. - გეგუთის N14 დაწესებულება, ჯანდრიკო ველოდის ძე ჭ. დაბ. 1962 წ - ქსნის N15 დაწესებულება, გაიოზ ვახტანგის ძე ხ. დაბ. 1970 წ. - ქსნის N15 დაწესებულება, ავთანდილ ივანეს ძე ც. დაბ. 1960 წ. - ქსნის N15 დაწესებულება, ბექა როინის ძე ნ. დაბ. 1973 წ. - ქსნის N15 დაწესებულება, შოთა შოთას ძე შ. დაბ. 1988 წ. – N19 ტუბდაწესებულება, დავით მურმანის ძე შ. დაბ. 1988 წ. – N19 ტუბდაწესებულება, გოჩა ანზორის ძე კ. დაბ. 1967 წ. – N19 ტუბდაწესებულება, მამუკა ომარის ძე მ. დაბ. 1967 წ. – N6 დაწესებულება, გიორგი ჩაყანის ძე ხ. დაბ. 1974 წ. – N6 დაწესებულება, მიხეილ გიორგის ძე ფ. დაბ. 1986 წ. – N6 დაწესებულება, როლანდ თემურის ძე გ. დაბ. 1987 წ. - რუსთავის N16 დაწესებულება, ნლევან ლევანის ძე ჭ. დაბ. 1987 წ. - რუსთავის N16 დაწესებულება, თეიმურაზ ბიჭიკოს ძე ბ. დაბ. 1968 წ. - რუსთავის N16 დაწესებულება, აკაკი ჯემალის ძე ხ. დაბ. 1985 წ. - რუსთავის N16 დაწესებულება, მერაბ ზორბეგის ძე კ. დაბ. 1953 წ. - რუსთავის N17 დაწესებულება, მერაბ დურმიშხანის ძე მ. დაბ. 1968 წ. - რუსთავის N17 დაწესებულება, გიორგი ავთანდილის ძე დ. დაბ. 1985 წ. - რუსთავის N17 დაწესებულება, ლევან გარიკის ძე გ. დაბ. 1996 წ. - რუსთავის N17 დაწესებულება, დავით დავითის ძე ც. დაბ. 1988 წ. – N8 დაწესებულება, გიორგი გოჩას ძე ნ. დაბ. 1987 წ. – N8 დაწესებულება, რევი იგორის ძე დ. დაბ. 1979 წ. – N7 დაწესებულება, სპარტაკ გარიბალდის ძე ჯ. დაბ. 1971 წ. – N7 დაწესებულება, ლევან თაფჩის ძე ც. დაბ. 1974 წ. – N7 დაწესებულება.

ბეჭდვა