სარფში სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს
სარფში სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს
12:31 02.04.2021
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი", ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ა.გ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 1400 ღერი სიგარეტი, 20 კილოგრამი თამბაქო და სხვადასხვა დასახელების 43 ფლაკონი მედიკამენტი გამოვლინდა.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით შეეფარდა.
ბეჭდვა