ვაჟა-ფშაველას გამზირზე მამაკაცი დაჭრეს
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მამაკაცი დაჭრეს
12:21 29.03.2021
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, თავად დაშავებულის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ძლიერი დაზიანების მიყენებას გულისხმობს.

ბეჭდვა