ლაგოდეხში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ლაგოდეხში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
12:16 29.03.2021
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი პირი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.

"მთავარი არხის" ინფორმაციით მერსედესის მარკის ავტომობილი საგზაო სამუშაოებზე დასაქმებულ მუშას შეეჯახა. მუშა საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

მანქანაში მჯდომი დაშავებული 2 პირი კი ლაგოდეხის კლინკაში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

ბეჭდვა