თელავში საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია დააყაჩაღეს
თელავში საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია დააყაჩაღეს
13:12 18.03.2021
თელავის მუნიციპალიტეტში, მაღაზიას, სადაც ქიმიური დასაყოფაცხოვრებო საშუალებები იყიდება ორი პირი თავს დაესხა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ყაჩაღებმა გამყიდველს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 50 ლარი გამოსძალეს. თვითმხილველების თქმით, მაღაზიის ერთ-ერთი მეპატრონე სახის არეშია დაჭრილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები პოლიციამ უკვე დააკავა.


ბეჭდვა