ბათუმის ბაზრის მიმდებარედ ნახევარ ტონაზე მეტი ცხენისა და საქონლის საკვებად უვარგისი ხორცი გამოავლინეს
ბათუმის ბაზრის მიმდებარედ ნახევარ ტონაზე მეტი ცხენისა და საქონლის საკვებად უვარგისი ხორცი გამოავლინეს
12:24 17.03.2021
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა სამმართველომ ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარედ გაურკვეველი წარმომავლობის ცხენისა და საქონლის 500 კილოგრამზე მეტი საკვებად უვარგისი ხორცი გამოავლინა. ხორცი დალუქულია და სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის ზედამხედველობით განადგურდება.

კანონმდებლობით დადგენილია, რომ პირუტყვი დაიკლას სასაკლაოზე და რეალიზაციისას ხორცს უნდა ახლდეს ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი.
ბეჭდვა