პარლამენტის ვებ-გვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა
პარლამენტის ვებ-გვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა
18:04 16.03.2021
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დღეს კიბერთავდასხმა განხორციელდა, რის გამოც www.parliament,ge დომეინზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვებგვერდზე დროებით შეიზღუდება პარლამენტის პლენარული სხდომებისა და სხვა ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციები.

პრობლემის აღმოფხვრამდე პირდაპირი ტრანსლაციები შეგიძლიათ იხილოთ სოციალურ მედიაში, საქართველოს პარლამეტის ოფიციალურ გვერდებზე:

https://www.facebook.com/parliamentgeo

https://www.youtube.com/channel/UCidFouPFxyvJee3iFrFukTg


ბეჭდვა