საგამოძიებო სამსახური: ჩვენი უწყება არცერთ ტელეკომპანიაში არ არის შესული
საგამოძიებო სამსახური: ჩვენი უწყება არცერთ ტელეკომპანიაში არ არის შესული
13:09 13.03.2021
მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ჟურნალისტების კითხვების პასუხად, არაერთგზის განიმარტა, რომ საგამოძიებო სამსახური არ არის შესული ტელეკომპანია პოსტ ტვ-ში და არ ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებს, ცალკეულმა მედიასაშუალებებმა მაინც გაავრცელეს მცდარი ინფორმაცია, თითქოს საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს, რაც არის სიცრუე - ამის შესაქხებ საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ არც ერთ მედიასაშუალებაში და არც ტელეკომპანია პოსტ ტვ-ში საგამოძიებო სამსახური არ არის შესული.
მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან“ - აცხადებენ უწყებაში.

ბეჭდვა