არჩილ თალაკვაძე: გოჩა ლორთქიფანიძემ ისტორია შექმნა - ის პირველი ქართველია, რომელიც ჰააგის სასამართლოს მოსამართლე გახდა
არჩილ თალაკვაძე: გოჩა ლორთქიფანიძემ ისტორია შექმნა - ის პირველი ქართველია, რომელიც ჰააგის სასამართლოს მოსამართლე გახდა
00:10 11.03.2021
„ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ, 9 წლის ვადით არჩევით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ ისტორია შექმნა - ის პირველი ქართველია, რომელიც ჰააგის სასამართლოს მოსამართლე გახდა",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას.

„განათლება, შრომისმოყვარეობა და სამართლიანობა მნიშვნელოვანია",- წერს არჩილ თალაკვაძე „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.
ბეჭდვა