სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის ვლადიმერ ბედუკაძის ოჯახის წევრებზე არცერთი სამართალდამცავი ორგანოს
მიერ არანაირი ფორმით ზეწოლა არ ხორციელდება.
ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე-8 საპყრობილის მორიგე ინსპექტორის ვლადიმერ ბედუკაძის ოჯახის წევრებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ბედუკაძის ოჯახის წევრები საკუთარ სახლში იმყოფებიან და მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ“ - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ვლადიმერ ბედუკაძემ პატიმართა წამებისა და ღირსების შელახვის კადრები გაავრცელა. იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იძებნება და დაუსწრებლად აქვს ბრალი წაყენებული.
